ირაკლი კობახიძე: საარჩევნო შტაბის უფროსად დავინიშნე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები “ქართული ოცნებისთვის” მორიგი, დამაჯერებელი წარმატებით დასრულდება

“გამოცდილებიდან გამომდინარე, საარჩევნო შტაბის უფროსად დავინიშნე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“დავინიშნე საარჩევნო შტაბის უფროსად, გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს იყო ერთერთი კრიტერიუმი. 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს მე ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ არჩევნებზე შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. ამ შემთხვევაშიც ამ პოზიციას დავიკავებ. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული შტაბის მუშაობაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები დასრულდება “ქართული ოცნებისთვის” მორიგი, ძალიან დამაჯერებელი წარმატებით”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები