„საქართველოს მელიორაციამ“ ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების ეტაპი დაასრულა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების ეტაპი დაასრულა.

როგორც “კვირას” “საქართველოს მელიორაციიდან” აცნობეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

“ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 34 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 17 000-ზე მეტ ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობას 4 500 ჰექტარი დაემატება”, – ნათქვამია “საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები