მიმდინარე წლის  20 ივლისს ”საქართველოს ასტრონომიის კლუბი” თელავში ასტროფესტივალს მართავს

მიმდინარე წლის  20 ივლისს ”საქართველოს ასტრონომიის კლუბი” თელავში ასტროფესტივალს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ”საქართველოს ასტრონომიის კლუბი” ავრცელებს.

იმ შემთხვევაში, თუ ციურ სხეულებზე დაკვირვებით ხარ დაინტერესებული ეს ფესტივალი თქვენთვისაა.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადეებით.

“შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, #SRNSFG ”საქართველოს ასტროკლუბი” საქართველოს მასშტაბით გეგმავს საჯარო ღონისძიების: ”ასტროფესტივალი 2020” ჩატარებას.

პირველი ღონისძიება ”ასტროფესტივალი 2020”-ის ფარგლებში, ორშაბათს, 20 ივლისს, ქ. თელავში, ერეკლეს მოედანზე გაიმართება. ღონისძიება საღამოს 19 საათზე, დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ პირბადეებით. ასტროფესტივალი მოიცავს პოპულარულ ლექციებს და ტელესკოპებით დაკვირვებას ციურ სხეულებზე (მზე, იუპიტერი, სატურნი, თანავარსკვლავედები). აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“ (424072032) არის არასამთავრობო, არაკომერციული, საგანმანათლებლო –
სამეცნიერო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მეცნიერების, სახელდობრ – ასტრონომიისა და სხვა კოსმოსური მიმართულებების პოპულარიზაცია საზოგადოებაში. ღონისძიების სპონსორია ფირმა Celestron-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში – Planetarium/პლანეტარიუმი.

კლუბის წესდება კრძალავს ნებისმიერი სახის არასამეცნიერო და არათემატურ, მათ შორის – ფსევდომეცნიერების, რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური სახის აქტივობაპროპაგანდას, გამონაკლისის გარეშე. შესაბამისად, ღონისძიებას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. ლექციებს, გაკვეთილებსა და სხვა აქტივობებს ჩაატარებენ მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები