სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში ასფალტობეტონის საფარი დაიგება

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში ასფალტობეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, წერეთლის პირველი ჩიხი, N1და N2, კოსტავას ქ. N148, N148ა, რუსთაველის ქ. N 38 და კალანდარიშვილის ქუჩაზე არსებულ 2-სართულიან ბინებთან მისასვლელი გზები და ეზოები მოასფალტდება.

“წერეთლის, რუსთაველისა და ქორიძის ქუჩებზე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია და ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელი – თენგო ცაგურია გაეცნენ. პროექტის საერთო ღირებულება 232 425, 96 ლარია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,Georgian build ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები