გორის მუნიციპალიტეტში 33 სკოლის რეაბილიტაციისთვის 1 056 795 ლარი დაიხარჯება

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 33 სკოლა რეაბილიტირდება. პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია.

როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანისა და გორის #7 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 33 სკოლაში განხორციელდება. თითქმის ყველა სკოლაში დაგეგმილია სველი წერტილების რეაბილიტაცია. სველი წერტილების რეაბილიტაციის პარალელურად, გორის #8 და ქვარხვერის საჯარო სკოლებში მოეწყობა სპორტული მოედნებიც. პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია“, – აღნიშნა გორის მერმა.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთი სოფლის: არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისისა და დიცის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. სამუშაოები მალე დაიწყება პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის #4 და #8 საჯარო სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები