ომბუდსმენი: შაქარაშვილის ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზია არ აქვს
“ამ წუთას ოჯახს ჩვენთან რაიმე პრეტენზია გამოძიების მისამართით არ დაუფიქსირებია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ამ წუთას ოჯახს რაიმე პრეტენზია გამოძიების მისამართით არ დაუფიქსირებია, თუმცა აცხადებენ, რომ თუკი სამომავლოდ ექნებათ რაიმე კითხვები ან არ გაიზიარებენ ბრალდების პოზიციას ან გამოძიების მიმდინარეობაზე ექნებათ პრეტენზიები, ამის თაობაზე ისინი ითანამშრომლებენ სახალხო დამცველთან”, – აღნიშნა ლომჯარიამ.