საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები