“ჩვენ რომ მართლები აღმოვჩნდით ამას ეს დაკსვნა ადასტრებს მიუხედავად იმ არასრულყოფილებისა, რაც არის ამ დასკვნაში. პროკურატურას უნდა, რომ ამ საქმიდან დააძვრინოს მკვლელები. ნიკოლაძე მიყვებოდა სინქრონში სახელმწიფოს, მაგრამ, ესეც ერთ-ერთი წინააღმდეგობა იყო, რომელიც ჩვენ გადმოგვიგდეს. რატომ ვლაპარაკობ ახლა მე მირიან ნიკოლაძეზე, – “ოჯახი არ არის წინააღმდეგი და თქვენ ვინ გეკითხებათო”, – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმეში მნიშვნელოვანია ვინ არის ცაცია გაგნიძე თუ ჟვანია, რაც გვარამიას თქმით, გარდაცვლილი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ბიძას არ აინტერესებს.
“მოგვიქსიეს პირდაპირი მნიშვნელობით ბიძა, რომელიც საოცარი პერსონაჟია ამ საქმეში. რომელმაც დღეს მან იმედის დროით 5 საათზე ბრიფინგი ჩაატარა და ილაპარაკა როგორც პროკურატურამ და არა როგორც ოჯახის წარმომადგენელმა, რომელსაც შეკითხვები საქმეში აქამდე არც ჰქონია და ახლა იძახის რომ 30 გვერდი მქონდა და უბრალოდ ჩემთვის ვინახავდი გულშიო. ეს რას ნიშნავს ის არ არის ორგანოების წარმომადგენელი ის არის ოჯახის წარმომადგენელი და ღიად უნდა დაესვა შეკითხვები როგორც კი ნახა რომ პრობლემებია და როგორ ვერ ნახა რომ საქმეში პრობლემებია.
ის არ გვიმტკიცებდა, რომ ფეხის დაცდენის ვერსიაა მნიშვნელოვანი და ამას ვიხილავთ. იძახდა იმას რასაც სახელმწიფო იძახდა.
ნიკოლაძე მიყვებოდა სინქრონში სახელმწიფოს, მაგრამ, ესეც ერთ-ერთი წინააღმდეგობა იყო რომელიც ჩვენ გადმოგვიგდეს, რატომ ვლაპარაკობ ახლა მე მირიან ნიკოლაძეზე, – ოჯახი არ არის წინააღმდეგი და თქვენ ვინ გეკითხებათ.
მირიან ნიკოლაძემ საიდან იცოდა, რომ მარშუტკიდან, რომ კაცი გადმოვიდა ის ამირხანაშვილს რას ელაპარაკებოდა ანუ საქმის მასალებზე მეტი იცის? ეს შეუძლებელია ეს დანაშაულია თუ ეს ასეა, მაგრამ ტყუის არაფერიც არ იცოდა ის იცავს პროკურატურის პოზიციას. შემოგვიტია ჩვენ ვინც რეალურად მისი მთავარი მოკავშირეები ვიყავით.
მაგალითად ჯერ არც უთქვამთ ჩვენთვის ვინ არის ცაცია გაგნიძე თუ ჟვანია თუ კიდევ სხვა ეს არ აწუხებს მაგალითად მირიან ნიკოლაძეს არ აწუხებს იმიტომ, რომ როგორც ჩანს არ აინტერესებს,
მე არ ვიცი მირიან ნიკოლაძე სატელეფოტო სამართალს თუ ეძახის სიმართლის დადგენას ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობს”, – აცხადებს გვარამია.