იტალიაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდეს

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ მთავრობა, მაღალი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს გაახანგრძლივებს, რომლის მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება.

კონტემ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ყველა საჭირო ზომის მიღებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, საკარანტინო ზომების.

ამასთან, იტალიის პრემიერ ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება კონტროლზეა.

იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 242 363 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს 34 926 პირი ემსხვერპლა, 193 978 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები