სვანეთში, ბაკურიანსა და გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი 10 ივლისს უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავა. კერძოდ, დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება გონდოლა (დახურული საბაგირო), რომელშიც 4 ადამიანი ჭადრაკისებურად იქნება დაშვებული და მხოლოდ – პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს – 6-ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი, 4-ადგილიანზე კი – 2 ადამიანი. მომხმარებლები ვალდებულები იქნებიან, დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავონ, ხოლო საბაგიროში შესვლამდე კი თერმოსქრინინგი გაიარონ.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები