ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის
“საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.