ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის სიფრთხილით ვდგამთ თითოეულ ნაბიჯს

“საქართველო აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის სიფრთხილით ვდგამთ თითოეულ ნაბიჯს და ყველა ჩვენს მოქმედებას ვაანალიზებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა.

„აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავრობამ საზღვრების გახსნის თაობაზე ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოა ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. ასევე, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ, მსოფლიოსა და თვითონ ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და არსებული ციფრების გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა ამ ეტაპზე საზღვრები საერთოდ არ გახსნა უცხო ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ შემთხვევებში კი არსებობს გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები, რაც ითვალისწინებს სავალდებულო, 14- დღიან კარანტინს, რა თქმა უნდა, საკუთარი სახსრებით დაფარულს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები