ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რათა დამკვირვებლებსაც უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ.

„ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები გაიმართოს ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვამტკიცებ იმას, რომ არცერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღესდღეობით არის ინიცირებული და მიღებული, არ არის მიმართული გარკვეული ზონების ნეგატიურ ჭრილში განხილვისთვის ან ნეგატიური ცვლილებებისა და შედეგების მიღებისთვის.

ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპონენტში, ამ კომპონენტშიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დამკვირვებლებსაც ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო და არ შევუშალოთ ამ პროცესს ხელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები