“როსკოსმოსის” გენერალური დირექტორის მრჩეველი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს

“როსკოსმოსის” გენერალური დირექტორის, დიმიტრი როგოზინის მრჩეველი, ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

სახელმწიფო კორპორაციაში აღნიშნავენ, რომ მისი დაკავება “ამჟამინდელ სამსახურს არ ეხება”.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის ივან საფრონოვი ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც რუსულ “კომერსანტსა” და “ვედომოსტი”-ში მუშაობდა. მედიაში მუშაობის დროს ის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსების საქმიანობის, კოსმოსური მრეწველობის, ასევე სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებდა.

გასული წლის მაისში საფრონოვი “კომერსანტიდან” 9-წლიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს, ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო. მაშინ საფრონოვთან ერთად სამსახური ნებაყოფლობით დატოვა რედაქტორმა, მაქსიმ ივანომვა, ასევე, პოლიტიკის განყოფილების მთელმა შემადგენლობამ, ჯამურად, სულ 11 ადამიანი. მატვიენკო აცხადებდა, რომ ჟურნალისტების გათავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

იმავე წლის ივნისში “ტასს” წერდა, რომ სასამართლოში შევიდა მასალები “კომერსანტის” ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემის შესახებ “სახელმწიფო  ან კანონით დაცული სხვა სახის საიდუმლო მასალის გავრცელების გამო”. მაშინ, გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ ამის მიზეზი გახდა სტატია ეგვიპტესთვის სუ-35 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ, რომლის ერთერთი ავტორი სწორედ საფრონოვი იყო. მასალა მოგვიანებით “კომერსანტმა” წაშალა.

თუმცა, წელს მაისში საფრონოვი “როსკოსმოსის” გენდირექტორის საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები