სომხეთში კორონავირუსს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 29 285 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 12 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 503 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება 16 907-მა პაციენტმა შეძლო, მკურნალობას 11 711 პირი აგრძელებს.