უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50 ათასს აღწევს
უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 19 ბავშვია და მედიცინის 16 მუშაკი, სულ 49 607 ინფიცირებულია.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 24 საათში ვირუსს 21 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 1283 ლეტალური შემთხვევაა.
მინისტრის თქმითვე, პანდემიის პერიოდში დაავადებულთაგან 3569 ბავშვია, ხოლო 7046 – მედიცინის მუშაკი.
ასევე, ვირუსის დამარცხება 22 193-მა პირმა შეძლო.