ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 700 ათასს გადააჭარბა
ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 22,2 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 719 664 ინფიცირებულია.
შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემის მიხედვით, ბოლო 24 საათში ვირუსს 467 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 20 160 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება 439 947 -მა პიარმა შეძლო, 259 557 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს.
კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია მახარაშტრა, სადაც სულ 211 987 ინფიცირებულია, ბოლო ერთ დღეში 5 368 შემთხვევა გამოვლინდა.
მეორე ადგილზეა ტამილნადის შტატი სადაც 114 978 დაავადებულია, ერთ დღეში კი 3 827 შემთხვევაა.
ხოლო მესამე ადგილზე დელია, სადაც სულ 100 823 დაავადებულია, ბოლო 24 საათში კი 1 379 ინფიცირებული გამოვლინდა.