აზერბაიჯანში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კოვიდ-19-ის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 20 837 ინფიცირებულია.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 258 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 12 182-მა პაციენტმა შეძლო, 8 397 მკურნალობას აგრძელებს.