მორიკონემ, სიკვდილის წინ, საკუთარი ნეკროლოგი დაწერა და ცოლს სიყვარული აუხსნა
იტალიელმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ სიკვდილის წინ საკუთარი ნეკროლოგი დაწერა. ამის შესახებ ოჯახის მეგობარმა და ადვოკატმა ჯორჯო ასუმამ თქვა და საავადმყოფოსთან მყოფ ჟურნალისტებს, სადაც კომპოზიტორი გარდაიცვალა, მისი შინაარსი გააცნო.
“მე, ენიო მორიკონე, მოვკვდი. ყველა მეგობარს ვამცნობ ამას, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ; იმათაც, ვინც ცოტა შორს იყო ჩემგან, მივესალმები დიდი სიყვარულით. მსურს ჩემი დაკრძალვა პრივატულად მოხდეს. არ მსურს ხალხის შეწუხება”, – დაწერა მორიკონემ.
მან ასევე მეუღლეს, მარიას, ისევ დაუდასტურა ღრმა სიყვარული “რომელიც ერთმანეთთან მთელი ცხოვრება გვაკავშირებდა”.
ენიო მორიკონე, გვიან ღამით, რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი გახდა ის, რომ კომპოზიტორი რამდენიმე დღის წინ დაეცა და ბარძაყის ძვალი მოიტეხა.