ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება და სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავალთ

“როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს დღეებში დავასრულოთ შერჩევის, განხილვის პროცესი. იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროგრამა მზადების პროცესშია.

„ჩვენ წარვადგენთ ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას, პროგრამა არის მზადების პროცესში და სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ამ პროგრამაზე მუშაობა. ის მოიცავს, ბუნებრივია, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა გახდეს ერთერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში.

როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს დღეებში დავასრულოთ შერჩევის, განხილვის პროცესი. მე იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება და ივლისის შუა რიცხვებიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავალთ. იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, არიან გუნდში, მაგრამ იქნებიან ასევე საკმაოდ ჭარბად წარმოდგენილი ახალი სახეები”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები