ესპანეთში ისევ კარანტინია – ათობით სანაპირო დაიხურა
ესპანეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ათობით პოპულარული სანაპირო ზოლი დახურა.
კერძოდ, ანდალუსიაში დაიხურა 50-ზე მეტი სანაპირო, მათგან თითქმის 30 – მალაგაში.
ასეთ ნაბიჯზე ხელისუფლება იმიტომ წავიდა, რომ უქმეებზე სანაპირო ადამიანებით აღმოჩნდა გადავსებული და ხალხი დისტანციას არ იცავდა.
გარდა ამისა, გალისიას რეგიონში ცოტა ხნის წინ გაუქმებული აკრძალვების ნაწილი ისევ აამოქმედეს. ასე მაგალითად ერთერთი სანაპირო რაიონის მოსახლეობას ქვეყნის სხვა რეგიონებში წასვლა აეკრძალათ. გარდა ამისა, ნიღბების ტარება გახდა სავალდებულო, ასევე, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. გარდა ამისა, ბარებსა და რესტორნებში მუშაობა მხოლოდ 50%-ის დატვირთვით.
ასევე, 4 ივლისს შეზღუდვები დაწესდა კატალონიაში. სეგრიას რაიონში 200 ათასზე მეტი ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა, მათ ქალაქის სხვა ადგილებში წასვლა აქვთ აკრძალული.
6 ივლისის მდგომარეობით, ესპანეთში კორონავირუსის 250 545 შემთხვევაა, 28 385 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 150 376 განიკურნა.