ანრი ოხანაშვილი: ლუგარის ლაბორატორია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის მტრებს ეს არ უხარიათ, სამწუხაროა, რომ გარე მტრებს მოკავშირეები ქვეყნის შიგნით ჰყავთ

“ის, რომ ლუგარის ლაბორატორია შეიქმნა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მტრებს ეს არ უხარიათ”, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანობა ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ოხანაშვილის თქმით,​ პანდემიასთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორიამ უდიდესი წვლილი შეიტანა.

“ლუგარის ლაბორატორიის როლი არის უდიდესი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, პანდემიასთან ბრძოლაში. ქვეყნისთვის ლუგარის ლაბორატორია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამ ლაბორატორიამ და მისმა თანამშრომლებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ კორონავირუსის შეფერხება მომხდარიყო და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული, ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დიდი მხარდაჭერით წარმოებული ლაბორატორია და ის, რომ ლუგარის ლაბორატორია ზოგადად შეიქმნა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მტრებს ეს არ უხარიათ და სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის გარე მტრებს ჰყავთ ასევე მოკავშირეები ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტებთან ერთად იყო კლასიკური მაგალითი, როგორი თავდასხმა და იერიში განახორციელეს მათ ლუგარის ლაბორატორიაზე, მის ხელმძღვანლობაზე. ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ შეთანხმებულად მოქმედებდა გარეშე მტერი და შიდა პოლიტიკური ჯგუფები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები