„ბიბისი“: როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – ამ სათაურით ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავება მყისიერი რეაგირებისა და ეპიდემიოლოგთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო.

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული და 3.7-მილიონიან ქვეყანაში 15 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა. მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აიკრძალა შეკრებები და ქალაქში გადაადგილება. ასევე, ღამით ამოქმედდა  ე.წ. კომენდანტის საათი.

საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის კიდევ ერთი სახე იყო მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელია. საქართველოში 19 ლაბორატორიაა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებები ტარდება“, – წერს BBC.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები