იაპონიაში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა, 11 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომლის შედეგად მეწყერი და მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა მოხდა.
ამჟამად, ხელისუფლება ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფუკუოკოსა და კაგოსიმას პრეფექტურებიდან, ასევე, ქალაქ კუმამოტოდან, ჯამურად, 47,5 ათასი ადამიანია ევაკუირებული. გარდა ამისა, ხიროსიმას, ნაგასაკისა და აიტის 290 -მდე მცხოვრებმა სახლების დროებითი დატოვების რეკომენდაცია მიიღეს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, იაპონიის აღნიშნულ რეგიონში მსგავსი სიძლიერის წვიმა ჯერ არ დაფიქსირებულა.