გიორგი გელხაური: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთერთმა მოწმემ ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა, უნდა ამოიცნოს, ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დიდი ხანია, უკვე ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა ამოცნობის პროცედურა მხოლოდ დღეს ტარდება, რაც, მისი თქმით, გამოძიების ხარისხთან მიმართებით კიდევ ერთი კითხვის ნიშანია.

„რაც შეეხება დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას, ტარდება ამოცნობის პროცედურა, რომლითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს, ზ.ხ., ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში და იცნობს თუ არა მას. რამდენადაც გასაკვირი  უნდა იყოს, ბრალი უკვე დიდი ხანია, მას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ დღეს ტარდება მისი ამოცნობა,  კიდევ ერთი კითხვის ნიშანი არის გამოძიების ხარისხთან მიმართებით. ჩვენ არასრულწლოვანის დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩავსულიყავით მცხეთაში, რათა მიგვეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. ჩვენ დავთანხმდით, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ჩვენ ჩვენი სურვილით ჩავაბარეთ მათ ექსპერტიზისთვის ყველანაირი საჭირო მასალა. აბსოლუტურად არაფერზე  გვითქვამს უარი გამოძიებისთვის და მეორე დღეს მივდიოდით, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ საგამოძიებო მოქმედებაში, რასაც ამოცნობა ჰქვია, რომ ამირხანაშვილს ამოეცნო ზ.ხ., თუმცა ჩვენ გასაოცრად ზ.ხ. ჩვენს ჩასვლამდე, დილით ადრე დააკავეს და მას შემდეგ არ ჩატარებულა ეს ამოცნობა, რომ ეთქვა ამირხანაშვილს, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ზ.ხ. მანქანაში“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები