რუსეთში კორონავირუსის 6611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 6611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 687 862 შემთხვევა ფიქსირდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 135 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 10 296 ლეტალური შემთხვევაა,
ასევე, დაავადება სულ 454 329-მა პირმა დაამარცხა.