სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29 ათასს აღწევს
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 28 936 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 7 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 491 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, დაავადების დამარცხება სულ 16 302-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 11 984 ადამიანი აგრძელებს.