აკაკი წერეთელი – 180: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონლაინკონფერენცია

მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული“.

რაც არ იწვის, არ ანათებს, –
უჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიაშუქე სადაც ბნელა!“

აკაკი წერეთელი

6 ივლისს, 18:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისადმი მიძღვნილ  სამეცნიერო კონფერენციას ონლაინრეჟიმში გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 21 ივნისს შესრულდა დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წელი. კონფერენცია ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად იმართება ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა დოქტორთა მონაწილეობით.

ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გამო, კონფერენცია ონლაინრეჟიმში ჩატარდება.

საორგანიზაციო კომიტეტი:

ირმა შიოშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი (თავმჯდომარე);
ნუნუ გელდიაშვილი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი;
ნინო კოჭლოშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
ნინო გიორგაძე, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი; შორენა წიგნაძე, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი;
ნინო კახაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
თარაშ გიორგაძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი.

პროგრამა:

როინ ჭიკაძე, პროფესორი – „აკაკი წერეთელი – ქართული ენის მოჭირნახულე“;
ნანა რჩეულიშვილი, ასოცირებული პროფესორი – „აკაკის ვოდევილები ქართულ სცენაზე“;
ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი – „ძველი ქართული სალიტერატურო ენის ნიშანდობლიობები აკაკი წერეთლის შემოქმედებაში“;
ნინო კოჭლოშვილი, პროფესორი – „ხე-წმინდად“ მოვლენილი მწერლის ქომაგი“
ნინო გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი – „ჭრელი” და „შავი ფიქრების” მგოსანი;
ნინო გოგიაშვილი, ასოცირებული პროფესორი – „დაკარგული სამოთხის” ძიება და აკაკის „სულიკო”
ელენე ფილაშვილი, ასოცირებული პროფესორი – „ჰიპოტაქსური კონსტრუქცია აკაკი წერეთლის თხზულებათა ენაში“
ისაკო მეფარიშვილი, ასოცირებული პროფესორი – „აკაკი წერეთლის („ნინო, ქეთევან და თამარი“) ერთი მხატვრული სახის ინტერპრეტაციისათვის“;
ნინო კახაშვილი, ასოცირებული პროფესორი – „კავკასიის თავისუფლების სიმბოლო – აკაკის „შამილის სიზმარი“;
ნინო ბერაძე, ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის 1-ლი კლასიკური გიმნაზიის დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – „ლოცვის აკაკისეული ინტერპრეტაცია“;
თამარ შაიშმელაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი – „ცისა და ქვეყნის შემკვრელი“ – ფიქრები აკაკის ნეშტთან“;
შორენა წიგნაძე, ფილოლოგიის დოქტორი, დეპარტამენტის სპეციალისტი – „სინთეზური მეტაფორები აკაკი წერეთლის შემოქმედებაში“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები