ენიო მორიკონე გარდაიცვალა

​ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას Rainews24 ავრცელებს.

1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე მიიჩნევა, ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.

1962 წლიდან ენიო მორიკონე მუშაობდა ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებს მრავალ სიმღერას.

2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები