ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად გორში იმყოფება. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1-ელ ივლისს მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა, რომელიც მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ჰასან დოგანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები