გიორგი ანდრიაძე: მოვუწოდებ არა „ნაც-ქოცურ“ პარტიებს – საერთო მაჟორიტარებზე მაინც შევთანხმდეთ

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ არა „ნაც-ქოცურ“ პარტიებს: შევთანხმდეთ საერთო მაჟორიტარებზე მაინც”, – ამის შესახებ „ეროვნულ – ქრისტიანული მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ანდრიაძე მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი – არჩევნებით შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება!
არჩევნები კი  პოლიტიკაა. შეიძლება, პოლიტიკა არ გაინტერესებდეს და გაღიზიანებდეს კიდეც, მაგრამ რეალობაა, რომ ის განსაზღვრავს ქვეყნისა და თვითოეული ჩვენგანის ცხოვრებას. რა არჩევანსაც გავაკეთებთ – ისე ვიცხოვრებთ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ არა „ნაც-ქოცურ“ პარტიებს: შევთანხმდეთ საერთო მაჟორიტარებზე მაინც. ასეთ შემთხვევაშიც კი ძნელი იქნება გამარჯვება, ხოლო სხვა შემთხვევაში ხომ სრულიად წარმოუდგენელია”, – წერს გიორგი ანდრიაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები