ჯანმო – ღორის გრიპის ვირუსი, რომელმაც ჩინელი მეცნიერები შეაშფოთა, ახალი არ არის

ჩინეთის ფერმებში გამოვლენილი ღორის გრიპის შტამი, რომელსაც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პანდემიის გამოწვევა შეუძლია, ახალი არ არის.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

“საუბარია ახალ პუბლიკაციაზე, მაგრამ ვირუსი ახალი არ არის. G4 ტიპის ვირუსებზე ჩინეთში 2014 წელსაც საუბრობდნენ. მისი გავრცელების შესახებ ცნობილია 2016 წლიდან. წლების განმავლობაში აღნიშნულ ვირუსზე ეპიდემიოლოგიური დაკვირვება მიმდინარეობს”, – აღნიშნა რაიანმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ჩინელი და ბრიტანელი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია “გადახედვას საჭიროებს კონტექსტის გარკვევა და ის, თუ როგორ ტარდებოდა კვლევა”.

რაიანის თქმით, ჯანმო ყოველთვის სერიოზულად ეკიდება ღორის გრიპის ახალი შტამების გამოვლენას და ორგანიზაციას ყველა შესაძლებლობა აქვს “ვაქცინის სწრაფი შემუშავებისთვის ვირუსის ადამიანებში გავრცელების შემთხვევაში”.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის ე.წ.ღორის გრიპი გამოავლინეს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა, გახდეს ადამიანებისთვის სახიფათო და ახალი პანდემიის გამოწვევა შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები