The Independent: მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი პანდემია – ჩინეთში ახალი ტიპის ე.წ.ღორის გრიპი გამოავლინეს

ჩინელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის ე.წ.ღორის გრიპი გამოავლინეს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა, გახდეს ადამიანებისთვის სახიფათო და ახალი პანდემიის გამოწვევა შეძლოს.

​ამის შესახებ The Independent-ი წერს.

მეცნიერებმა ახალ შტამს G4 EA H1N1 უწოდეს, ის გამოვლენილია ქვეყნის მასშტაბით ღორების 30 ათასი ბიოლოგიური მასალის შედეგად. ჩინელი მეცნიერები ამბობენ, რომ ვირუსი წარმოადგენს ფრინველის გრიპისა და H1N1-ის ნაზავს, რომელმაც 2009 წელს მსოფლიოში ასობით ათასი სიცოცხლე შეიწირა.

კვლევის თანახმად, დაავადება ჩინეთის 10 პროვინციაშია გამოვლენილი. გარდა ამისა, G4-ის ანტისხეულები ღორების ფერმებში დასაქმებულთა 10%-ის სისხლშია გამოვლენილი. მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.

ექსპერტები ამბობენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შტამის გამოვლენა, რომელსაც პანდემიის გამოწვევა შეეძლება, დაბალია, ყურადღებით ყოფნა აუცილებელია, რადგან, როგორც ჟურნალ Science-ის ბიოლოგმა, მართა ნელსონმა განაცხადა, გრიპმა შესაძლოა, გაგვაკვირვოს. მისივე თქმით, არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ ამჟამად გრიპებისა და სხვა საფრთხეების უგულელბელყოფას ვახდენთ.

როგორც BBC-ის ნოთინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა, კინგ-ჩოუ ჩანგმა განუცხადა, G4 ჯერ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ პოტენციურად საშიში ვირუსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები