მარნეულში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალში” კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 38 წლის ქალია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეო ჰოსპიტლის” კლინიკის დირექტორმა – ტატა შენგელაიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

“საზღვარი გადმოკვეთა ინფიცირებულმა, მაღალი ტემპერატურით. პირდაპირ შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსი დადასტურდა. აღნიშნული პირი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთერთ კლინიკაში”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 36 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები