საქართველოს მოქალაქეები ხვალიდან, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ჩასვლას შეძლებენ

ევროსაბჭოს მიერ 30 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გერმანია 2 ივლისის ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიღებას დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ სიაში 15 ქვეყანაა შესული, გერმანია ხვალიდან მხოლოდ 11 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხსნის საზღვარს, თუმცა ორ კვირაში გადაწყვეტილება გადაიხედება.

იმ ქვეყნების მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ხვალიდან გერმანიაში ჩასვლა შეეძლებათ, საქართველოც მოხვდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუსხაშია ასევე ავსტრალია, იაპონია, კანადამ, მონტენეგრო,ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღუდვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა.

იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება შესვლის საპასუხო დაშვებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ, ევროსაბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიღებაზე უარს იტალია აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები