საქართველოში ფრანგული ლიტერატურის თარგმნის განვითარებისთვის

   2014 წელს ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამაში მონაწილეობისთვის კონკურსის შედეგები 2014 წლის 28 თებერვალს გახდება ცნობილი. მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის მიზანია, საქართველოში ფრანგული ლიტერატურის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საბუთების მიღების ბოლო დღე 2013 წლის 25 დეკემბერი იყო. მსგავსი მთარგმნელობითი პროგრამები მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს. მათი განხორციელების წესები თითქმის იდენტურია, მათი მართვა და ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ფრანგული ინსტიტუტის პარიზელი პარტნიორების – წიგნის ეროვნული ცენტრის და პარიზის ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით. მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახამარების პროგრამა ხელს უწყობს ფრანგული ნაწარმოებების თარგმანების გამოცემას. იგი მოიცავს შემდეგ სფეროებს: საზოგადოებრივი მეცნიერება (ფილოსოფია, ისტორია, სოციოლოგია და სხვ.), თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა, დასურათხატებული ამბები, არაბეჭდური მასალა (მაგ. სიდირომი). საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ვალდებულებას იღებს გადაუხადოს გამომცელობას შეპირებული თანხა. თითოეულ ქართულ გამომცემლობას უფლება აქვს წელიწადში მაქსიმუმ ოთხი პროექტი წარადგინოს საავტორო უფლებების გადახდის თხოვნით. მთარგმნელის სტიპენდია ენიჭება მთარგმნელს ფრანგი ავტორის ნაწარმოების ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმანის შესასრულებლად, რომლისთვისაც მას ესაჭიროება საფრანგეთში გამგზავრება. კონკურსში გამარჯვებულს ენიჭება სტიპენდია თვეში 2000 ევრო 1-დან 6 თვემდე ვადით საფრანგეთში გასამგზავრებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ მთარგმნელებს, ვინც უკვე თარგმნა და წიგნად გამოაქვეყნა ფრანგი ავტორის ნაწარმოები. სტიპენდიის მიღებიდან შემდეგ მოთხოვნამდე 3 წელი უნდა გავიდეს. კომისია წელიწადში სამჯერ იკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები