თელავში ავარია მოხდა – 15 წლის მოზარდი რეანიმაციაშია გადაყვანილი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შედეგად, 15 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა.

დაზარალებული რეანიმაციაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები