ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, ქართველი კომპოზიტორის – დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო პირველად გაიმართება
20 ოქტომბერს, ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, პირველად გაიმართება ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე შესრულდება: კლასიკური ნაწარმოებები; ცნობილი კინომუსიკა,რომლებსაც ქართული კინოს „ოქროს ფონდში“ განსაკუთრებული ადგილი უკავია.
კონცერტის პარალელურად, ძეფირელის ფონდის სივრცეში მოეწყობა ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა.
პროექტის მიზანია დავით თორაძის შემოქმედების პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით.