მაკა ბოჭორიშვილი: უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს არის ხელისუფლების გონიერი, ფრთხილი პოლიტიკა და ჩვენი ხალხის გონიერება

,,უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს არის ხელისუფლების გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის გონიერება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე დიდი უსაფრთხოების გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს.

„საკმაოდ რთულია დღეს საუბარი რაღაც გარანტიებზე. ერთადერთი გარანტია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს უსაფრთხოების, ეს არის ხელისუფლების გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის გონიერება. ეს არის ყველაზე დიდი უსაფრთხოების გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს. საქართველო დღეს არ არის არცერთი სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, რომელიც თავზე დააფარებდა უსაფრთხოების ქოლგას. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა იმასაც კარგად ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ეს ქუდი ჯერ კიდევ არ ახურავს ამდენი წლის შემდგომ. ერთადერთი გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს, უსაფრთხოების გარანტიაზე ვსაუბრობ, არის ხელისუფლების გონიერება და ქართველი ხალხის გონიერება და თუ როგორ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. საკმაოდ ბევრია ასეთი საფრთხეები, არ არის მარტივი არც გეოგრაფიული, არც გეოპოლიტიკური მოცემულობა და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი, თუმცა ხანდახან გაბედული პოლიტიკის გატარება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები