რატი იონათამიშვილი: ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, პარლამენტში შემოსვლა კი არა, საერთოდ პოლიტიკაშიც აღარ უნდა დაედგომებოდეთ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„გახარიას პარტია არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც სხვა სივრცეში საინტერესო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ჩვენ ახლაც ვნახეთ, რომ საკრებულოში ბარიერიც ვერ გადალახეს. ვფიქრობ, ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ ამ პარტიის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტში შემოსვლა კი არა, საერთოდ პოლიტიკაშიც აღარ უნდა დაედგომებოდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ეს არის გარე დავალების შესრულება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები