ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ.საზღვარი შესაძლოა, 15 ივლისამდე არ გახსნან

ოკუპირებულ აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.საკოორდინაციო შტაბის წევრი, ალხას ჯინჯოლია გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთთან ე.წ.საზღვარი 1-ელი ივლისის ნაცვლად 15 ივლისამდე იყოს ჩაკეტილი.

დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის წევრმა, ჯანსუხ ნანბამ კი განაცხადა, რომ საჭიროა კრასნოდარის ოლქში ეპიდვითარებაზე დაკვირვება და, დაახლოებით, 10 ივლისისთვის შეიძლება გარკვეული დასკვნის გაკეთება, ღირს თუ არა ე.წ. საზღვრის გახსნა.

მისი თქმით, თუ 10 რიცხვამდე ინფექციის მნიშვნელოვანი აფეთქება არ მოხდა, შესაძლებელი იქნება გარკვეული ტურისტული ობიექტების გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები