საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს ისტორიული დღეა.
„დღეს ისტორიული დღე არის. ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში დღეს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველა უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.