ადამ კიზინგერი: ვულოცავ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, ადამ კიზინგერი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.
კონგრესმენი „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს და ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას და მადლობას ვუხდით მათ, ვინც მონაწილეობდა, რათა ცვლილებების მიღება უზრუნველეყო. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. მადლობა საქართველოში აშშ-ის ელჩს, დეგნანს მისი მძიმე სამუშაოსა და გადამწყვეტი როლისთვის“, – წერს კიზინგერი.