დავით ზალკალიანი: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე გადადგა.

„პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიცაა”, – წერს დავით ზალკალიანი.

“ტვიტერის” პოსტში ზალკალიანი მადლობას უხდის ფასილიტატორ ელჩებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმატებული დასასრული სწორედ ელჩების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები