მარიამ ქვრივიშვილი: შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტი – “აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში”

“შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტი – “აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებითა და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს.

ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სანტრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

“შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტი – „აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში”. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა კუთხეს გავუწევთ მაქსიმალურ პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ტურიზმის ინდუსტრიას და ჩვენი მოგზაურობით ხელი შევუწყოთ სექტორს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილი.

დღეს საქართველო მთელს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და გამორჩეულია მრავალფეროვანი, ულამაზესი ადგილებით, ტურისტული პროდუქტებით, მათ შორის, უცნობი ტურისტული მიმართულებებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ.

კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე დაცული იყოს ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი პროექტის ფარგლებში, პირველი მედიატური შიდა ქართლში გაიმართა. შიდა ტურიზის პოპულარიზაციის მიზნით, მედიატურები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები