მაისში სამსახური 91 ათასმა ადამიანმა დაკარგა

ხელფასისა და სამუშაოს გარეშე მაისში 91 ათასი ადამიანი დარჩა.

„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, 2020 წელს თებერვალთან შედარებით, მაისში ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 11%-ს არ ჩაერიცხა, რაც 91,000 ადამიანს შეადგენს.

“2020წ. თებერვალთან შედარებით, მაისში ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 11%-ს არ ჩაერიცხა, რაც 91,000 ადამიანს შეადგენს; აპრილთან შედარებით, ეს რიცხვი 11,700 ადამიანით არის გაზრდილი. შედარებით მკვეთრი შემცირებებია HORECA და ვაჭრობის სექტორებში.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი ნორმალიზაცია შეიმჩნევა, რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს. სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია, ძირითადად, შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა საზღვრების გასნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინების 2020 წლისთვის რამენადმე გაუარესებულია”, – წერია “თიბისი კაპიტალის” მიმოხილვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები