მერაბ ქვარაია: პროფესიული განათლება და გადამზადება უმოკლესი გზაა ადამიანების დასაქმებისკენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ პრემიერმინისტრისადმი მიმართვისას ყურადღება ადამიანების დასაქმებასა დაა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებიც რეგიონებში დასაქმების სააგენტოების შექმნით გადაიდგა.

„ამ საკითხთან დავაკავშირებით პროფესიული განათლების სისტემის საკითხს, რომელიც ასევე აქტუალურია და, მე როგორც ზუგდიდის მაჟორიტარს, ძალიან მაწუხებს, რადგან ზუგდიდში წლების განმავლობაში არსებობდა პროფესიული განათლების ტექნიკური კოლეჯი, რომლის აღდგენას ან ახალი სახით მოდიფიკაციასა და მის ფუნქციონირებას ყველა ველოდებით. ასევე, სამტრედიის მაჟორიტარს არაერთხელ ჰქონია ამაზე საუბარი. ამიტომაც მინდა, ასეთი კითხვა დავსვა და მინდა, მოვისმინო ინფორმაცია თქვენგან – რა ნაბიჯები იგეგმება დასაქმების მხარდამჭერი პოლიტიკის სახით და პროფესიული განათლების სისტემის ქსელთან დაკავშირებით, რადგან პროფესიული განათლება და გადამზადება არის უმოკლესი გზა ადამიანების დასაქმებისკენ”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები