ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის სახელზე გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე 1000 ლარი ჩარიცხა

საქართველოს პარლამენტის წევრმა – ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის – ლელა ვეფხვაძის სახელზე გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე 1000 ლარი ჩარიცხა.

“ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მოგვიტანეს თავისუფლება. მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის თანადგომა ამ ძალიან კარგ საქმეში. მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ჩართულობით ქალბატონ ლელას აუცილებლად ექნება საკუთარი სახლი”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ჯუმბერ იზორიამ.

9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს საქართველოში ყველა იცნობს. იგი უსინათლო დედასთან, უსინათლო ქალიშვილსა და 4 წლის შვილიშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ოჯახს მეტროში სიმღერით არჩენს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 400 ლარით უფინანსებს ბინის ქირას, ხოლო 200 ლარის დამატება ოჯახს თავად უწევს. ივნისის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა ლელას ინტერვიუ ერთერთ სააგენტოსთან, რომელსაც არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მაკა სახურიამ და ლევან მაღლაკელიძემ “ფეისბუქით” დაიწყეს სოციალური კამპანია ლელას საცხოვრებელი ბინის შესაძენად თანხების მობილიზებისთვის. 8 ივნისიდან ლელას ანგარიშებზე, დაახლოებით, 12 ათასი ლარი.

ლელა ვეფხვაძის საბანკო ანგარიშის ნომრებია: TBC ბანკი:GE97TB7334745061100056

საქართველოს ბანკი: GE23BG0000000229621900 მიმღები: ლელა ვეფხვაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები