გიორგი გახარია: 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია, ასევე, აშენდა სასწრაფო დახმარების 41 ახალი ცენტრი
“2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან ახალი აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის ამბულატორია არის ჩვენი პირველადი ჯანდაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლი.
„ეს არიან სოფლის ექიმები, რომლებთანაც ჩვენი მოქალაქე პირველად მიდის. ამ ამბულატორიებს, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მომავალ წელს მოხდება მათი აღჭურვა. აქ, რა თქმა უნდა, დიდწილად იქნება გამოყენებული ახალი ინოვაცია, როგორიც არის ტელემედიცინა, მაგრამ პირველად ჯანდაცვა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელშიც იქნება მიმართული ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების, შემდგომში ყურადღება. ასევე, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ აშენდა სასწრაფო დახმარების 41 ახალი ცენტრი”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.