“სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში უნდა მოგვარდეს მიწის რეგისტრაციის პრობლემა, რაც ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, სრულად აამოქმედოს მიწის რესურსი”
“აღსანიშნავია მიწის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნისთვის სისტემური პრობლემაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა იმისა, რომ სპორადული რეგისტრაციის მექანიზმებით 2019 წელს დაკმაყოფილდა 800 ათასზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით რეგისტრირებული ნაკვეთების ფართობი, ჯამურად, 1 მლნ. ჰექტარზე მეტს შეადგენს.
„მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა მაინც რჩება, ამიტომ ეს პროგრამა გაგრძელდა. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, მას დაემატა ახალი პროგრამა – მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში სრულად უნდა მოაგვაროს ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის პრობლემა. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემის მოგვარება, რომელიც ქართულ ეკონომიკას საშუალებას მისცემს, სრულად აამოქმედოს მიწის ის რესურსი, რომელიც აქვს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.